გარწმუნებთ, რომ სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - რუსეთის ელჩი ევროკავშირში
რუსეთი ირქმუნება, რომ უკრიანაში "სპეცოპერაცია" გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რუსეთის ელჩი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი ასევე, ამბობს, რომ ფინეთის ნატოში შესვლის საკითხით დამწუხრებულია. მისი თქმით, რუსეთის ფინეთის საზღვართან თავდაცვას გააძლიერებს.
გარწმუნებთ, რომ სპეცოპერაცია, რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ზოგიერთს სურს რუსეთში. ის გრძელდება გარკვეული სიჩქარით, უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. მათ შორის, ჯარების, რუსული ჯარების და დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. მოსახლეობა, რუსეთის არმია, აშშ-სა და სხვა დასავლეთის ქვეყნების ნიმუშს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავატრიალებდით, მაგრამ ეს არ ყოფილა განზრახვა. ღრმად ვარ დამწუხრებული ფინეთის გადაწყვეტილებით. რატომ აირჩია ფნეთის ამჟამინდელმა მტავრობამ ნატოს უკანა პერიფერიად გადაქცევა? არ მესმის. რპგპრც ჩემმა მთავრობამ აღნიშნა, ეს მოითხოვს გარკვეული სამხედრო ტექნიკური ზომების გატარებას, როგორიცაა ფინეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვის მომზადების ხარისხის გაუმჯობესება, ან ამაღლება, - განაცხადა ჩიჟოვმა.