ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 1214 ბავშვი დაიკარგა - პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელი ბავშთა საკითხებში

13.05.22 18:48
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 1214 ბავშვი დაიკარგა - პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელი ბავშთა საკითხებში

რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბური შემოჭრიდან დღემდე უკრაინაში ათას 214 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების საკითხებში პრეზიდენტ ზელენსკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, დარია გერასიმჩუკმა, განაცხადა. 

ომის დაწყებიდან დღემდე შემოვიდა 1214 შეტყობინება ბავშვების დაკარგვის შესახებ. ამ ეტაპზე ძებნაში იმყოფება 90 ბავშვი. სამწუხაროდ, ნაპოვნი ბავშვებიდან 2 გარდაცვლილი დაგვხვდა. - განაცხადა გერასიმჩუკმა.

ბავშვთა უფლებადამცველის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს 2 ათას 389 მოზარდი, 226 მოკლეს, ხოლო მათი აგრესიის შედეგად ზიანი მიიღო 646 ბავშმა. ეს რიცხვი საბოლოო არ არის და მუდმივად ზუსტდება.