G7-ის წევრი ქვეყნები უკრაინას 30 მილიარდი ევროს დახმარებას მისცემენ

13.05.22 19:19
G7-ის წევრი ქვეყნები უკრაინას 30 მილიარდი ევროს დახმარებას მისცემენ

,,დიდი შვიდეულის" ჯგუფის წევრი ქვეყნები( კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები) უკრაინისთვის უმსხვილეს ფინანსურ დახმარებას გეგმავენ. საუბარია 30 მილიარდ ევროზე. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.

გერმანიაში, ბონში, ,,დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო კვირას დააინიცირებენ უკრაინის დახმარების ბიუჯეტს. 

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, კიევმა თავად გამოხატა 30 მილიარდიანი დახმარების საჭიროება. აქედან, ყოველთვიურად უკრაინის ჩონოვნიკებისა და პენსიონერების გასამრჯელო 5 მილიარდი ევროა, რომლის გადახდის საშუალება ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს.

დახმარება უკრაინას გრანტის სახით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უკან დაბრუნება ქვეყანას არ მოუწევს. 

 

მსგავსი სიახლეები