პუტინი კიბოთი სერიოზულადაა დავადებული, რუსეთში კი გადატრიალება იწყება- უკრაინის დაზვერვის სამსახური

13.05.22 20:13
პუტინი კიბოთი სერიოზულადაა დავადებული, რუსეთში კი გადატრიალება იწყება- უკრაინის დაზვერვის სამსახური

პუტინი კიბოთი სერიოზულადაა დავადებული, რუსეთში კი გადატრიალება იწყება-  ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის შეფმა ინტერვიუ Sky News-ს მისცა. კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, აგვისტოში ომი გარდამტეხ მომენტს მიაღწევს და ის წლის ბოლომდე დასრულდება. 

დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთში უკვე მიმდინარეობს გადატრიალება, რომლის მიზანია პუტინის რეჟიმის დამხობა. 

გარდატეხა მოხდება აგვისტოს მეორე ნახევარში. წლის ბოლოს კი დასრულდება აქტიური საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი. ამის შედეგად კი ჩვენ აღვადგენთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძალაუფლებას, მათ შორის, დონბასსა და ყირიმში.

რუსეთი უდიდეს დანაკარგს განიცდის, თუმცა, ეს ჩვენ არ გვაკვირვებს, რადგან ჩვენს მტერზე ბევრი რამ, თითქმის ყველაფერი, ვიცით. ჩვენ მათი გეგმების შესახებ იმ მომენტიდან ვიცით, როცა ის იქმნება.

უკვე 8 წელია, რაც რუსებს ვებრძვით და მინდა გითხრათ, რომ მითია შეხედულება, თითქოს ეს არის დიდი ძალა, რუსეთის არმია არის შეიარაღებული ხალხის ბრბო. - განაცხადა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.
 

რაც შეეხება პუტინის ავადმყოფობას, რუსულ მედიაში ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია. ცნობილი რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი, აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობა - ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა ამაზე პუტინის გარეგნული შესახედაობაც მეტყველებს. 

პუტინი- ეს არის მოხუცი, 70 წლის მამაკაცი დაავადებათა მრავალფეროვნებით- ამბობს ფეიგინი.