"მტერთან მოლაპარაკებები რთულია" - უკრაინის მთავრობა "აზოვსტალიდან" მეომრების გამოყვანაზე
უკრაინა "აზოვსტალიდან" მეომრების გამოყვანაზე მუშაობას განაგრძობს, მტერთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა განაცხადა.
ქვეყნის გული ახლა "აზოვსტალია". "აზოველების" გარდა, იქ ჩენი ნაციონალური გვარდია, მესაზღვრეები, მებრძოლები და პოლიციელები არიან. ვიზიარებ ციხესიმაგრის მცველების ახლობლების შეშფოთებას და აღელვებას. ომი სისხლი და ცრემლია. ომში სასწაულები არ ხდება. არის სასტიკი რეალობა, ამიტომ მხოლოდ ფხიზელი და პრაგმატული მიდგომა მუშაობს, - განაცხადა ირინა ვერეშუკმა.
ვიცე პრემიერმა ასევე თქვა, რომ მსოფლიო ლიდერების იმედად არ უნდა იყვნენ, რადგან მათი მხრიდან საჭირო თანადგომის შემთხვევაში, ომი არ იქნებოდა.
არსებობს პრეზიდენტის ბრძანება, გაკეთდეს ყველაფერი, მათ შრის, შეუძლებელიც, რათა იქიდან ჩვენები გამოვიყვანოთ. მტერთან მოლაპარაკეკები რთულად მიმდინარეობს. რეზულტატით კმაყოფილი ყველა ვერ დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ჩვენი ბიჭების გამოყვანაა. ყველას გამოყვანა, ცოცხლად. ღმერთის ნებით, ვუშველით, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოაქციეს. ერთადერთი, რასაც ქალაქში ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, "აზოვსტალის" ქარხანაა. რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც ოკუპანტები მაისის დასაწყისში შეიჭრნენ. ინტენსიური ცეცხლის და უკიდურესად მძიმე პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.