უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტებისგან კიდევ 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

14.05.22 08:57
უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტებისგან კიდევ 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ომის 79 დღეს უკრაინელმა დამცველებმა კიდევ 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებისგან სულ 1015 პუნქტია გათავისუფლებული.

განვაგრძობთ უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენას. დღევანდელი დღის მონაცემებით უკვე 1015 პუნქტია დეოკუპირებული. კიდევ 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. მიმდინარეობს ელექტროენერგიის, წყლით მომარაგების, კავშირის, სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრას. ეს მნიშვნელოვანია, - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას ყველა ქალაქის და თემის შესახებ ახსოვს, რომლებიც ჯერ კიდევ ოკიპრებულია: ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკის, ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასის ყველა ქალაქი.

ხარკოვის ოლქის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ მტერს არაფერს დავუტოვებთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.