უკრაინელებმა ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგეს - რუსებმა პოზიციები დათმეს

რუსმა სამხედროებმა დიდი ალბათობით ხარკოვის გარშემო პოზიციები დატოვეს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკულის ინსტიტუტის ( ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს.
ISW-ის ცნობით, როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთის ბრძოლა მოიგო. უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა არა თუ ქალაქის დაპყრობის, არამედ ბლოკადაში მოქცევის საშუალება არ მისცეს.
უკრაინულმა ძალებმა რუსულ ჯარებს არა თუ ხარკოვის დაპყრობის, არამედ ალყაში მოქცევის საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი ისინი ქალაქიდან განდევნეს, ისე, როგორც ეს კიევის აღების მცდელობისას გააკეთეს, - ნათქვამია ანგარიშში.