უკრაინელებმა დონბასზე მტრის 10-მდე შეტევა მოიგერიეს - მტრის დანაკარგები

14.05.22 10:23
უკრაინელებმა დონბასზე მტრის 10-მდე შეტევა მოიგერიეს - მტრის დანაკარგები

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასზე ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით რუსი ოკუპანტების 10-მდე შეტევა იქნა მოგერიებული. განადგურებულია მტრის 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ერთეული ჯავშანტქენიკა და 7 ავტომობილი, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. 

უწყების თანახმად, საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებულია ოკუპანტების სამი უპილოტო საფრენი აპარატი.  

მსგავსი სიახლეები