კრემლი ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება
რუსეთი ისევ ბირთვული დარტყმით იმუქრება. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოც სათათბიროს დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მათ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება.
კრემლი ასევე, ხელს ისევ აშშ-სკენ იშვერს და მას მესამე მსოფლიო ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გარდამტეხი იქნება აგვისტოს მეორე ნაწილი. აქტიური საბრძლო მოქმედებების დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ეს გამოიწვევს რუსეთის ხელმძღვანელობის შეცვლას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამ გზით მიდიან. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან ცუდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის ძალიან ავადაა, მას ერთდროულად სხვადასხვა დაავადება აქვს. ერთ-ერთი კიბოა, - ამბობს კირილ ბუდანოვი.