"აზოვსტალიდან" 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს - ვერეშუკი

"აზოვსტალიდან" 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმა განაცხადა. ირინა ვერეშუკის თქმით, საუბარია მედიკოსებსა და მძიმედ დაჭრილ სამხედროებზე. მაღალჩინოსნის განმარტებით, ყველას ერთდროულად გამოყვანაზე რუსეთი არ თანმხდება.
იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, ისინი უნდა გადავარჩინოთ, იმიტომ, რომ ყველას გათავისუფლებაზე რუსები არ თანხმდებიან. ამიტომ, ჯერ მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები, სულ 60 ადამიანი, - განაცხადა ვერეშუკმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოაქციეს. ერთადერთი, რასაც ქალაქში ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, "აზოვსტალის" ქარხანაა. რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც ოკუპანტები მაისის დასაწყისში შეიჭრნენ. ინტენსიური ცეცხლის და უკიდურესად მძიმე პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.