რუსების ცინიზმი - ოკუპანტებმა "აზოველების" ცოლების პირადი ინფორმაციები გაასაჯაროებს

14.05.22 13:14
რუსების ცინიზმი - ოკუპანტებმა "აზოველების" ცოლების პირადი ინფორმაციები გაასაჯაროებს

საავიაციო და საარტილერიო იერიშების პარალელურად, ოკუპანტები "აზოველებს" ფსიქოლოგიურადაც უტევენ. რუსებმა სოციალურ ქსელში მარიუპოლის დამცველების მეუღლეების და საცოლეების  პირადი ინფორმაციები გაასაჯაროეს. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრე ანდრიუშენკო ავრცელებს.

ანდრიუშენკო ოკუაპნტების ამ ქმედებას არაადამიანურს და ცინიკურს უწოდებს.

მარიუპოლი. "აზოვსტალი". იერიშები ციდან, ხმელეთიდან შეჭრის მცდელობები. მტრის ცინიზმი მატულობს. ოკუპანტები არა მხოლოდ "აზოვსტალის" მცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც თავს ესხმიან, - ამბობს მერი მრჩეველი. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოაქციეს. ერთადერთი, რასაც ქალაქში ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, "აზოვსტალის" ქარხანაა. რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც ოკუპანტები მაისის დასაწყისში შეიჭრნენ. ინტენსიური ცეცხლის და უკიდურესად მძიმე პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.