რუსი სამხედროების პროტესტი - მელიტოპოლში ოკუპანტებმა ფეხები დაიცხრილეს

14.05.22 15:01
რუსი სამხედროების პროტესტი - მელიტოპოლში ოკუპანტებმა ფეხები დაიცხრილეს

ოკუპირებული მელიტოპოლის საავადმყოფოში ათობით რუსი სამხედრო მოათავსეს, რომელთაც ფეხები აქვთ დაცხრილული. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. არსებობს ეჭვი, რომ სამხედროებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. 

ამ დღეებში მელიტოპოლის საავადმყოფოში 40 რუსი სამხედრო მოათავსეს, რომელთაც კიდურები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ დახვრეტილი. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედროებმა თვითდაზიანებები იარაღის მოხმარების არ ცოდნის გამო მიიყენეს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა არა ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ოკუპანტები ამბობენ, რომ ომის გაქცევის მიზნით მზად არიან თითდაზიანებებიც კი მიიყენონ.