"ქარავანი მიჰქრის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას" - წულუკიანი
ქარავანი მიჰქრის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, - ასე ახსნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ის ფაქტი, რომ საქართველო დიდი შვიდეული სამიტზე არ მიიწვიეს. "ქართული ცონების" თავმდჯომარის მსგავსად, როგორც ჩანს, კულტურის მინისტრიც მიიჩნევს, რომ სამიტზე მიწვევა ომში ჩართვას ნიშნავს.
ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას ვპასუხობთ განუხრელად ერთი და იმავეს. იმას, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქარტველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, იმიტომ, რომ ეს არის ის გზა, რაც ჩვენ მრავალჯერ გავიარეთ და ამ გზამ არაფერი სასიკეთო ჩვენს ქვეყანსა არ მოუტანა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიჰქრის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ამ მშვიდობას დავიცავთ ბოლომდე ჩენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ, მონაწილეობა უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს.