ზაპოროჟიეში ოკუპანტები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს საქათმეში წვავენ

15.05.22 09:38
ზაპოროჟიეში ოკუპანტები რუსი ჯარისკაცების ცხედრებს საქათმეში წვავენ

ზაპოროჟიეში, ქალაქის ტიპის დასახლება კამენკაში ოკუპანტები ბრძოლის ველზე დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრებს საქათმეში წვავენ. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქსი სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ცნობითვე, რუსებმა ასევე, ყოფილი სასწავლებლის შენობა ციხედ აქციეს და იქ ის სამხედროები ჰყავთ დაპატიმრებული, რომლებმაც ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 

ცნობილია, რომ დასახლებაში ბევრი რუსია და მათი ტექნიკა დასახლებულ პუნქტშ ხშირად გადაადგილდება.

ბლოკპოსტებზე დოკუემნტებს ამოწმებენ, ჩხრეკენ ავტომობილებს, ტელეფონებს და პირად ნივთებს. ოკუპანტები ასევე, სპეციალურ საშვებს ითხოვენ, რომლებიც ოკუპირებულ კომენდატურაში გაიცემა, - აღნიშნეს ზაპოროჟეს სამხედრო ადმინისტრაციაში.