აფეთქებების ლვოვში - რუსული რაკეტები სვარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა

აფეთქებების სერია ლვოვში - თვითმხილველებმა ცაში საჰაერო თავდაცვის კვალი შენიშნეს. დეტალებზე ქალაქის მთავრობის წარმომადგენელი საუბრობს.
აფეთქებები ხმა ქალაქში იმ დროს გაისმა, როდესაც გამაფრთხილებელი სირენების ხმა ჩაირთო. იგორ ზინკევიჩის თქმით, აფეთქებების ხმა შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის მუშაობამ გამოიწვია. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად მოხდა აფეთქებები და ასევე, არ დადონ სოციალურ ქსელსი ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის მიუხედავად რამდენიმე ფოტომასალა მაინც გასაჯაროვდა.
05:20 15.05.2022 მიზანში მოხვედრა არ მომხდარა. ჩემი ინფორმაციით, სულ 6 აფეთქების ხმა გაისმა, იმუშავა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიდან, - აღნიშნა ზინკევიჩმა.