ჯოჯოხეთი დედამიწაზე - ოკუპანტებმა "აზოვსტალს" ფოსფორის ბომბები დაუშინეს

პუტინი ვა ბანკზე მიდის - ოკუპანტებმა "აზოვსტალს" აკრძალული ფოსფორის ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრე ანდრიუშენკო ავრცელებს.
მარიუპოლი. აზოვსტალი. ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ისევ უტევენ. გუშინ ოუპანტებმა მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ფოსფორის ან ცეცხლგამძლე ჭურვები გამოიყენეს, - აღნიშნა ანდრიუშენკომ.
მისივე თქმით, ოკუპანტები ირწმუნებიან, რომ ცეცხლგამძლე ჭურვები თერმიტის ფენებით არის გამოყენებული.
მოწამლულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცაის უკრაინა ჯერ არ ასაჯაროებს.
აზოვის პოლკის დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციაზე თურქეთში რუსეთი უარს ეუბნება.