გამოცხადდეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ზელენსკი აშშ-ს სენატს მიმართავს

15.05.22 11:28
გამოცხადდეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ზელენსკი აშშ-ს სენატს მიმართავს

გამოაცხადებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატს ამ მოთხოვნით უკვე მიმართა. კიევში მყოფ აშშ-ს სენატის დელეგაციის ხელმძღვანელს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფოსთის ოფიციალური აღიარება "ტერორისტული სახელმწიფო" მოითხოვა.

იმედს ვამყარებ აშშ-ს თანადგომაზე სანქციების შემდგომი გამკაცრების კუთხით. ამის გარდა, მივიჩნევ, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნეს ცნობილი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს, რომლითაც შეშფოთებულია მთელი მსოფლიო: წამება, მასობრივი დაცხრილვა, გაუპატიურება. ასეთ დანაშაული ევროპას აღარ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები