"ვიყენებთ ფოსფორებსაც და კასეტურ ბომბებსაც" - ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება

უკრაინის უშიშროების სამსახური ახალ აუდიომტკიცებულებას აქვეყნებს. სატელეფონო საუბარში ოკუპანტი პირდაპირ ამბობს, რომ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ იარაღს იყენებენ და ამის უფლება მათ მთავასარდლოლბამ მისცა.
არ უნდათ ჩაბარება, გამოსვლა არ უნდათ. გვესვრიან, ველოდებით რა იქნება. რაც საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იყო, ყველაფერი ნებადართულია. ვიყენებთ ფოსფორებსაც და კასეტურ ბომბებსაც, - ამბობს რუსი სამხედრო.