"უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებიან, რწმენა დაკარგული აქვთ" - "აზოველის" მეუღლე

15.05.22 18:09
"უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებიან, რწმენა დაკარგული აქვთ" - "აზოველის" მეუღლე

მარიუპოლის მცველები, რომლებიც ბლოკირებულ ქარხანაში იმყოფებიან, უკანასკნელი ბრძლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ "აზოვის" ბატალიონის ერთ-ერთი წევრის მეუღლე აცხადებს. მისი თქმით, მებრძოლებს პესიმისტური განწყობა აქვთ, რადგან გადარჩენის იმედი აღარ დარჩათ. 

ზევით თითქმის არ ადიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყალი ან საკვები სჭირდებათ. დროის დიდი ნაწილს ბუნკერში ატარებენ. განწყობა პესიმისტური აქვთ, რადგან გადარჩენის იმედი აღარ აქვთ. ბოლო ბრძოლისთის ემზადებიან, რადგან საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების არ სჯერათ, - ამბობს ეკატერინა. 

ამასთან, ქალმა ხაზი გაუსვა, რომ მეომრებს უკრაინის მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის სჯერათ, რომლებიც "აზოვსტალიდან" მათ გამოყვანას ცდილობენ. 

უკრაინელი დამცველის ცოლმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში ყოფნა ძალიან რთულია: ადამიანები იღუპებიან, დაჭრილები წვალობენ, საკვები და წყალი თითქმის არ აქვთ. რაც შეეხება წყალს, მებრძოლები დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ტექნიკურ წყალს იღებენ.