"მოვედით ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ"- უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტები განდევნეს

16.05.22 10:03
"მოვედით ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ"- უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტები განდევნეს

კარგი ამბავი უკრაინიდან - რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრამდე უკუაქციეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა რუსები ქ. ხარკოვიდან უკუაქცია და გავიდა სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე"- წერია უკრიანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

"მოვედით ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ. ჩვენთან ერთად არის მესაზღვრე"- ასე იწყება საზღვრის აღმნიშვნელ ბოძთან გადაღებული ვიდეო, რომელიც ჯარისკაცებმა  ვოლოდიმირ ზელენსკის მიუძღვნეს. 

 

მსგავსი სიახლეები