ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

16.05.22 13:33
ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში მიმდინარე წვრთნების შემდგომ ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ძალების, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების მობილიზაცია გამოაცხადა.  

ბელარუსის ჯარების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცების დონბასში განლაგებას შეზღუდავს. ამასთან ერთად, ბელარუსის ქვედანაყოფები უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.