უკრაინას შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის გარეშე - კრისტინა ქვინი
უკრაინას შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის, MAP-ის, გარეშე. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კრისტინა ქვინმა, განაცხადა:
რაც შეეხება ფინეთის გაწევრიანების შესაძლებლობას MAP-ის გარეშე, წევრობის სამოქმედო გეგმა არასოდეს ყოფილა ნატო-ში გაწევრიანების სამართლებრივი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას ასევე შეუძლია, შეუერთდეს ალიანსს MAP-ის გარეშე - აღნიშნა ქვინმა.