აზოვიდან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო - რუსული პროპაგანდისტული მედია

შეთანხმება შედგა და აზოვსტალიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო. ჩვენს მხარეს დახმარება სთხოვეს და პროცესის დასაჩქარებლად დამატებითი საკაცეების მიწოდება დაიწყო- ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება.
რუსული მედიის ინფორმაციის მიხედვით, აზოვსტალის ბლოკირებული ქარხნიდან 9 მებრძოლი თეთრი დროშით გავიდა და რუსებს ჩაბარდა, არსებობს ინფდორმაციაც, რომ თითქოს სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები ქარხანაში მოსალაპარაკებლად შეიყვანეს. უკრიანული მედია ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს..