რუსულმა არტილერიამ ხარკოვში მაღალსართულიანი კორპუსები განზრახ დაანგრია -რუსი ტყვე
რუსულმა სარაკეტო არტილერიამ ხარკოვში მაღალი კორპუსების განზრახ დაბომბვა განახორციელა. ინფორმაციას ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო ავრცელებს. რუსული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მეთაური უკრაინელმა სამხედროებმა სოფელ ცირკუნის გათავისუფლების დროს ტყვედ აიყვანეს.
16 სართულიან კორპუსებს რეაქტიული ჭურვები ანგრევდა. არ შემიძლია მეტი, თუ სამშობლოში დავბრუნდები, ომში აღარ წავალ, თუ გამომიძახეს, აუცილებლად დავიმალები- განაცხადა რუსმა სამხედრო ტყვემ.