რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში 83 წლის ქალი გააუპატიურეს

16.05.22 18:15
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში 83 წლის ქალი გააუპატიურეს

ხერსონის ოლქის ჩრდილოეთის დაკავების შემდეგ რუსი ოკუპანტები საშინლად იქცეოდნენ- ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს. მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა 83 წლის ქალი და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი გააუპატიურეს.

ოკუპაციის ერთი თვის განმავლობაში რაშისტები კარდაკარ დადიოდნენ და იარაღის მუქარით ძვირფასეულობას ართმევდნენ, გარდა ამისა, იტაცებდნენ საკვებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ იმის შიშით,  რუსი სამხედროების ადგილსამყოფელი არ გაეთქვათ, სოფლებიდან არავის უშვებდნენ.

ერთ-ერთ სოფელში,  სვაბოდნაიაში,  რუსებმა 60 მაცხოვრებლიდან ცოცხალი მხოლოდ 20 დატოვეს. მეორე დასახლებულ პუნქტში რუსებმა ყველა მამაკაცი ქუჩაში გამოიყვანეს, ვიზუალურად დაათვალიერეს, ტატუები თუ ჰქონდათ და შემდგომში ყველა დახვრიტეს. 

 

მსგავსი სიახლეები