იერიშები ლუგანსკზე - დაბომბილია საავადმყოფო, არიან დაღუპულები და დაჭრილები

17.05.22 10:32
იერიშები ლუგანსკზე - დაბომბილია საავადმყოფო, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ოკუპანტები ისევ ლუგანსკის ოლქს უტევენ. გასულ ღამეს სევეროდნეცკი, გორნოე, ზოლოტოე, რუბეჟნოე, ლისიცანსკის და ოლქის სხვა დასახლებული პუნქტები დაიბომბა. 

სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა საავადმყოფო დაბომბეს, იერიშები მიიტანეს პოპასნოეზეც. მტრის იერიშების შედეგად ლუგანსკის ოლქში სულ 10 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია კიდევ 3. 

დილით მტერმა საარტილერიო იერიში სევერდონეცკის მრავალპროფილურ საავადმყოფოზე მიიტანა, სადაც კიდევ 2 კორპუსი დაზიანდა. დაიბომბა ასევე სევეროპდონეცკის სამეცნიერო-სამეწარმეო გაერთიანება "იმპულსი", რომელიც თავისი წარმოებით მსოფლიოში განთქმული იყო. სევეროდონეცკში განადგურებულია მასალების მარაზია და 4 მრავალასართულიანი კორპუსი. კიდევ 4 სახლი დაინგრა რუბეჟონეში, 2 - ლისიჩანსკში, - ამბობს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი. 

 

 

მსგავსი სიახლეები