ოკუპანტებმა ჩერნიგოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

17.05.22 10:45
ოკუპანტებმა ჩერნიგოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტებმა ჩერნიგოვი ისევ დაბომბეს. არის მსხვერპლი. ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

დღეს ჩერნიგოვში მშვიდობიანი დილა არ გათენდა. დილით მტერმა იერიშები სოფელ დესნაზე მიიტანა. ახლა იქ მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ, - ამბობს ჩაუსი. 

მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან ბევრი დაშავებულებიც. 

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რასაც მუდმივად ვაბობ. ომი არდ ასრულებულა, არ წასულა ჩერნიგოვიდან, ჩვენი ქალაქებიდან, -  აღნიშნა მაღალჩინოსანმა და მოსახლეობას სიფრთილისკენ მოუწოდა.