"აზოვსტალიდან" ევაკუაცია დაიწყო - ქარხნის ტერიტორიიდან 264 "აზოველი" გაიყვანეს
"აზოვსტალიდან" ევაკუაცია დაიწყო. ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან 264 "აზოველი" უკვე გაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს. მათივე ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ჯარისკაცების ევაკუაცია ოკუპირებული დონბასის ტერტორიაზე მოხდა. უკრაინის დაზვერის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარისკაცების გადაყვანა ტყვეები გაცვლის სანაცლოდ მოხდა.
"აზოვსტალის" ბუნკერში უკრაინელი სამეხდროები ჯერ კიდევ რჩებიან. ასობით ჯარისკაცს შორის, არიან დაჭრილებიც. დარჩენილი "აზოველი" მებრძოლების ქარხნიდან გამოყვანა მას შემდეგ დაიწყება, რაც ევაკუაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდება და რუსეთი პირობას შეასრულებს.
მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად. 82 დღის განმავლობაშ მოწინააღმდეგის უპირატეს ძალებს საკუთარი თავებისკენ იზიდავდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი შეიარარების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი სრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის სდამტკიცებულს გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაწერის იმედი აქვს, - აცხდებენ უკრაინის გენშტაბში.