გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნებული იქნება - ზელენსკი

17.05.22 11:54
გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნებული იქნება  - ზელენსკი

გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი "აზოვსტალიდან" მარიუპოლს მცველების ევაკუაციას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი გმირები ქვეყანას ცოცხლები სჭირდება. 

გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. არ იყო მარტივი დღე, თუმცა ეს დღეს, როგორც ყველა დანარჩენი მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ სიტუაციას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და გაეროს დახმარებით გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიანდ აჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ, ამ სიტყვებს ყველა ადექვატური ადამიანი გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრანელი სამხედროებისა და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს, - განაცხადა ზელენსკიმ. 

"აზოვსტალიდან" ევაკუაცია დაიწყო. ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან 264 "აზოველი" უკვე  გაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს. მათივე ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. 

ჯარისკაცების ევაკუაცია ოკუპირებული დონბასის ტერტორიაზე მოხდა. უკრაინის დაზვერის ინფორმაციით,   ოკუპირებულ  ტერიტორიაზე ჯარისკაცების გადაყვანა ტყვეები  გაცვლის სანაცვლოდ მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები