ოკუპანტებს საჭირო შეიარაღება არ აქვთ - მორიგ აუდიომტკიცებულებას უკრაინის უშიშროება ავრცელებს
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას ოკუპანტები შიშით ელოდებიან. რუსი სამხედროების სატელეფონო საუბარი უკრაინის უშიშროებამ გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში ოკუპანტი ამბობს, რომ "სპეცოპერაცია" რუსეთმა თავად დაიწყო, თუმცა ჯარი საჭირო შეიარაღებით არ აღჭურვა.
- „ჩიტებს უშვებენ. დაფრინავენ, ყველაფერს ხედავენ, გვიმიზნებენ და გვესვრიან. დაგვინახავენ, კოორდინატებს ყრიან და მერე ისევ გვბომბავენ.
- თქვენ არაფერი გაქვთ?
- ჩემი ფეხები გვაქვს, რომ ჰკითხო, რუსეთი დიდი სახელმწიფოა. თვითონ ვყიდულობთ. ვცდილობთ, სპონსორები ვიპოვოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფულია. დედამოტყ**** არმია, პიდარ***. თვითონ წამოიწყეს ეს სპეცოპერაცია. სკოლის მოსწავლეები გვიგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, წერილებს გვწერენ. დედამოტ*** რუსეთი. დღეს ვკითხულობდით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გაუგზავნა, 2000 თუ რაღაც... კიდევ მოამარაგებენ, - ისმის სატელეფონო საუბარში.