"მარიუპოლში დაბრუნება საფრთხის შემცველია" - ქალაქის მერი მარიუპოლელებს აფრთხილებს

პუტინის რეჟიმი მარიუპოლელებს ქალაქში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა ქალაქის მერი ამბობს, რომ იქ დაბრუნება საფრთხის შემცველია. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლში შესვლის შემთხვევაში ადამიანები უკან გამოსვლას ვეღარ შეძლებენ და რუსეთის ფილტრაციის ცენტრების გავლა მოუწევთ. ამასთან, მერის თქმით, ოკუპანტების წყალობით მარიუპოლის 90% დაზიანებულია, ხოლო 50% საერთოდ განადგურებული.
უნდა გვესმოდეს, რომ დაბრუნებაზე შეზღუდვა არ არის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეგიძლია შეხვიდე, მაგრამ გამოსვლა ძალიან რთულია. მერე მოგიწევს ამ წამების, ფილტრაციის ცენტრების გავლა, მოწმობების აღება, ყველას, ვინც მარიუპოლში მოხვდება, არ ექნება შესაძლებლობა, დატოვოს მარიუპოლი. ეს გასაგები უნდა იყოს. ეს დაპირებები სისულელე და სიცრუეა, რადგან ქალაქი თითქმის დანგრეულია, საცხოვრებელი სექტორის 90 % დაზიანებულია, 50% რუსებმა ფერფლად აქციეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს.
პრეზიდენტმა იცის, სად მიჰყავს ქვეყანა. უკრაინაში არის პიარ-კომპანიებისა და მრჩევლების არმია, როლებიც ქმნიან სიცრუისა და ამაზრზენი ფეიკების ნაკადს. კიევი ძნელად თუ შეძლებდა ბუჩაში სპექტაკლების დადგმას. რუსეთის არ რსებობსა კოლექტიური დასავლეთისთვის გამაღიზიანებელია. ის მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა რუსებმა არ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ, - ამბობს მარიუპოლის მერი.