რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები

17.05.22 14:21
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები

ჩერნიგოვის ოლქში, დაბა დესნაზე, რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად  8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაჭრილია. ამის შესახებ ჩერნიგოვის საგანგებო სიტუაციების შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, 

ამ დროისათვის ადგილზე მედიკოსები და მაშველები მუშაობენ.

მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.