აიკრძალოს „აზოვის" ჯარისკაცების გაცვლა - რუსეთის დუმის მოთხოვნა

17.05.22 14:31
აიკრძალოს „აზოვის" ჯარისკაცების გაცვლა - რუსეთის დუმის მოთხოვნა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში სურთ, აიკრძალოს აზოვის მებრძოლთა ტყვედ გაცვლა. ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სასესიო შეხვედრაზე განაცხადა. 

ნაცისტური დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ - განაცხადა დუმის სპიკერმა.

ვოლოდინმა დაავალა დუმის თავდაცვის კომიტეტს, შეიმუშავოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის განცხადებას დეპუტატები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები