"აზოვსტალის" მცველებმა მტრის გეგმები ჩაშალეს - პოდოლიაკი

17.05.22 15:40
"აზოვსტალის" მცველებმა მტრის გეგმები ჩაშალეს - პოდოლიაკი

ოკუპანტების გეგმები სამხრეთ უკრაინის დაპყრობასთან დაკავშირებით "აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. 

"აზოვსტალის" მცველებმა სამხრეთ უკრაინის დაპყრობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგის გეგმები ჩაშალეს. მათ მტრის დიდძალი  დატყმა საკუთარ თავზე აიღეს და რუსების "ბრძოლისუნარიობა" მთელი მსოფლიოს წინაშე გამოააშკარავეს. ამან ომის მსვლელობა რადიკალურად შეცვალა, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

ამასთანავე, პოდოლიაკმა თქვა, რომ "აზოველების" გადარჩენის შანსი არსებობს. 

იმედია, რა თქმა უნდა არის. უკრაინა საკუტარ პრობლემბზე სისტემურად მუშაობს, რათა თავისი ხალხი და თავისი ტერიტორიები გაათავისუფლოს, ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ოპერაცია გაგრძელდება, - თქვა მან. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ამბობს, რომ კრემლი "აზოვსტალში" არსებულ სიტუაციას განსაკუთრებულად კონტროლებს, ამიტომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. 

 

მსგავსი სიახლეები