რუსები სამხედრო დანაშაულები - დადგენილია იმ ოკუპანტის ვინაობა, ვინც უკრაინელ ქალებზე ძალადობდა
უკრაინის უსიშროების სამსახურმა იმ ოკუაპნტის ვინაოდა დაადგინა, რომელიც კიევში უკრაინელ ქალებზე ძალადობდა. სამხედრო დამნაშავე 20 წლის ბულატ ფასახოვი აღმოჩნდა. ის მოტომსროლელთა 30-ე ცალკეული ბრიგადის რადიოტელეფონისტია.
სამართალდამცავებმა ფასახოვის ორი სამხედრო დანაშაულის შესახებ შეიტყვეს. 2022 წლის მარტში ის სხვა რუს ჯარისკაცებთან ერთად ბროვარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კერძო სახლში შეიჭრა. ოკუპანტმა ოჯახის წევრები სარდაფში გამოამწყვდია, ერთ-ერთი უკრაინელი ქალზე კი იარაღის მუქარით სექსუალურად იძალადა.
რამდენიმე დღის შემდეგ ფასახოვმა ანალოგიური ქმედება ჩაიდინა. ის და კიდევ რამდენიმე რუსი სამხედრო ასევე, ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ, ოჯახი გარეთ გაყარეს, ოჯახის წევრი ქალი კი რიგ-რიგობით გააუპატიურეს.