გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე- თავდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება მარიუპოლის დამცველებს

17.05.22 17:28
გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე- თავდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება მარიუპოლის დამცველებს

გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლე- უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ილია რეზნიკმა, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის დამცველებს ახალი ბრძანება მისცა. 

დღეს მიმდინარეობს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის, მოლაპარაკებები ,,წითელი ჯვრის" დახმარებით. შედეგად მოხდება მძიმედ და მსუბუქად დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ კი თავისუფლება - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, 20 ათასამდე რუსი დამპყრობლის შეკავების და ზაპოროჟიეში არ შეშვების, დონეცკის რეგიონში შემდგომი გაშვებისა და კიევიდან ძალების გაყვანის ბრძანება შესრულდა, ამიტომ ქალაქის ყველა დამცველი გმირია.

ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადარჩენა, თქვენ უკრაინას სჭირდებით. ეს არის მთავარი - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ბლოკირებული აზოვსტალის ქარხნიდან მარიუპოლის დამცველების ევაკუაცია 16 მაისს  დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები