ოკუპანტები საფილტრაციო ციხეებში მყოფ მარიუპოლის მოსახლეობას აუტანელ მდგომარეობაში ამყოფებენ - უკრაინის ომბუდსმენი
საფილტარაციო ბანაკებში სამოქალაქო პირები გადიან წარმოუდგენელ წნეხს, დაკითხვებს, წამებებს, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით.- ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ავრცელებს.
როგორც დენისოვამ უკრაინულ ტელეგრამ არხ UNIAN-ს განუცხადა, 3 ათასზე მეტ სამოქალაქო პირს რუსები ამყოფებენ საფილტრაციო ბანაკებში, უფრო სწორად, ციხეში, რომელიც მდებარეობს დასახლება ელენოვკაში, დონეცკის ოლქში. ეს არის ყოფილი გამოსასწორებელი დაწესებულება-განმარტავს ომბუდსმენი.
დაპატიმრებულებს შორის არის 30 ვოლონტიორი, რომლებიც ცდილობდნენ, მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანათ, ამით კი ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილისგან ეხსნათ.
კოლონიაში გამგზავრების წინ ოკუპანტები აწარმოებენ დაკავებულების დაკითხვას, რა დროსაც ხშირად ელექტროშოკს იყენებენ.
ფილტრაციის პერიოდი 30 დღეა, რის შემდეგაც დაკავებულები სხვადასხვა კოლონიებშიუ გადაჰყავთ. ჯიუტი პატიმრებისთვის კი ფილტრაციის ვადა 2 თვით განისაზღვრება.
უკრაინელი მძევლების დაკავება და წამება წარმოადგენს ევროსაბჭოს კონვენციის უხეშ დარღვევას და ისჯება საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლით- განაცხადა დენისოვამ.
სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, მიმართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, მიიღოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის შემცველი ფაქტები მხედველობაში და აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო.