ცხელი წერტილი ისევ ლუგანსკია - ოკუპანტების იერიშებს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა

ცხელი წერტილი ისევ ლუგანსკია - ოკუპანტების იერიშებს ამჯერად 4 ადამიანი ესმხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
4 დაღუპულია, დნეპრის რეანიმაციაში ბავშვის სიცოცხლი გადასარჩენად იბრძვიან, რომელიც გორნოედან არის. კიდევ ერთხელ დაზიანდა სევერედონეცკის "აზოტი"... გუშინ პრივოლიეშიმ მდინარე სევერსკი დონეცთან ორი ცხედარი ნახეს, რომელთაც აფეთქებების შედეგად მიღებული ტრავმები ეტყობათ. ასევე, შემოვიდა ინფორმაცია ზოლოტოესა და პოპასნოეში დაღუპულების შესახებაც, - ამბობს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
გაიდას განმარტებით, 15 წლის ბიჭმა, რომელიც დნეპრის საავადმყოფოსია მოტავსებული, დაზიანებები გორნოეს დაბომბვისას მიიღო. მას თირკმელები დაუზიანდა. ასევე, დაშავდა სევეროდნეცკის ერთი მცხოვრებიც.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტების პროგნოზით, რუსულ არმიას სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის ხელში ჩაგდება უნდათ.