"გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში!" - ლეგენდარული "აზოვი" მარიუპოლის დაცვას განაგრძობს

18.05.22 11:37
"გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში!" - ლეგენდარული "აზოვი" მარიუპოლის დაცვას განაგრძობს

"აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია გრძელდება. გვიან ღამით ქარხნის ტერიტორია ათობით მებრძოლმა დატოვა. "აზოველების" ევაკუაციის ახალ კადრებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ევაკუირებული სამხედროების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია,  თუმცა ლეგენდარული "აზოვის" ბატალიონი ქარხნის ტერიტორიის და მარიუპოლის დაცვას განაგრძობს.

"აზოვის" პოლკის მეთაურმა ვიდემიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გარნიზონი იარაღით ხელში ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება.

82 დღეა, ბიჭები იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის, საშინელი საავიაციო, სახომალდე, საარტილერიო და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანა ფოლადის ადამიანების გადარჩენაა. ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან უკრაინას. ახლა მთავარია, არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას, ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება "აზოვსტალში", ან მათთან, ვისაც რაღაც საიდუმლოებები აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს, დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, 2-3 დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, რომ მიმდინარეობდა ყველაფერი. ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!, - ამბობს პოლკის მეთაური.