რუსი ოკუპანტები ხერსონში კოლექციონერებს ძარცვავენ და ძვირფას ექსპონატებს ყირიმში აგზავნიან- უკრაინის დაზვერვა

18.05.22 14:53
რუსი ოკუპანტები ხერსონში კოლექციონერებს ძარცვავენ და ძვირფას ექსპონატებს ყირიმში აგზავნიან- უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ხერსონის რეგიონში, ხოლო  მოპარული ექსპონატები ოკუპირებულ ყირიმში გადააქვთ.

12 მაისიდან მოყოლებული, რუსი სამხედროები შედიან ადგილობრივი ისტორიკოსების, კოლექციონერების სახლებში და ანტიკვარულ მაღაზიები, რათა წაართვან ყველაფერი, თუ ის მხატვრული, თუ ისტორიული ღირებულების მქონეა - ამბობენ უწყებაში.

ოკუპანტებს კოლექციების ხელმისაწვდომობისა და მათი ღირებულების შესახებ ინფორმაციას კოლაბორანტები და  „სამოქალაქო ექსპერტები“ აწვდიან.

რაშისტებს ძვირფასი ნივთები  ყირიმში პატარა სატვირთო მანქანებით, ჯიპებით, ზოგჯერ კი ჯავშანტრანსპორტით გადააქვთ.