დონეცკში ოკუპანტების ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაიჭრნენ ბავშვები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა

18.05.22 15:07
დონეცკში ოკუპანტების ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა, დაიჭრნენ ბავშვები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა

დონეცკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ ერთ დღეში 12 დასახლებული პუნქტის მისამართით 28  ჭურვი გაისროლეს. ავიადაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის, დაჭრილია სამი ბავშვი, განადგურდა 52 სამოქალაქო ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსები, სამი სკოლა, ფერმები. - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
გასული დღის განმავლობაში დამპყრობლებმა ივიაიერიში განახორციელეს შემდეგ დასახლებებზე - მარიუპოლი, ბახმუტი, სოლედარი, ავდიევკა, ლიმანი, ტორეცკი, კონსტანტინოვკა, სევერსკი, ბახმუცკე, იაბლუნოვკა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო დაბა ბახმუტში, სადაც მტრის ჭურვმა ხუთ სართულიანი სახლი დაანგრია, რის შედეგადაც  მამაკაცი გარდაიცვალა, 9 წლის ბიჭმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყო, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.
 

მსგავსი სიახლეები