კრემლი უკან იხევს - რუსეთი ირწმუნება, რომ ატომურ იარაღს პირველი ვერ გამოიყენებს
რუსეთი ატომურ იარაღს პირველი ვერ გამოიყენებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა გნაცხადა. ბორისოვის განმარტებით, რუსეთის სამხედრო დოქტრინა ატომური იარაღის გამოყენებას უფლებას მხოლოდ საპასახო დარტყმის შემთხვევაში იძლევა.
ჩვენი დოქტრინით, ჩვენი სტრატერგიით, რუსეთის ფედერაციის შეიარაებული ძალები მხოლოდ საპასუხო დარტყუმებს ახორციელებენ. დოქტრინის მიხედვით ჩენ პირველები თავს არ ვესხმით. ჩენს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, ორი საზღვაო ოფიცერი მუდმივად თან დაჰყვება, რომელთაც თან ე.წ. ატომური ჩემოდანი დააქვთ. საფრთხის შემთხვევაში, რომლის შესახებაც საჰაერო კოსმოსური თავდაცვა იტყობინება, იარაღის გამოყენების შემთხვევაში ფიქსირდება თავდასხმის ფაქტი, ტრაექტორია და თავდასხმის ადგილი. ეს გახლვათ საპასუხო დარტყმის კრიტერიუმები, - განაცხადა ბორისოვმა.
რეალურად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის თანხმად, ქვეყანა იტოვებს უფლებას გამოიყენოს ატომური იარაღი თუ მას ან მის მოკავშირეებს საფრთხე ატომური ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღით ემუქრება და ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ჩვეულებრივი იარაღით ხორციელდება, როდესაც საფრთხე სახელმწიფოს არსებობას ემუქრება.