მელიტოპოლში უკრაინელმა პარტიზანებმა მტრის დაჯავშნული მატარებელი გაანადგურეს
მტრის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა რაშისტების დაჯავშნული მატარებელი ააფეთქეს. განადგურებულია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Зеркало недели ზაპოროჟიეს მხარის თავდაცვის შტაბზე დაყრდნობით ასაჯაროვებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მელიტოპოლში, ხორცკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინელმა პარტიზანებმა დისტანციური ასაფეთქებლების დახმარებით გაანადგურეს მტრის ჯავშანმატარებელი, რომელიც 10 ვაგონისგან შედგებოდა.
აფეთქების შედეგად არა მარტო მატარებელი, არამედ სარკინიგზე კვანძიც დაზიანდა.