ოკუპანტებმა დონბასი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე, 15 ადამიანი

19.05.22 12:07
ოკუპანტებმა დონბასი დაბომბეს,  დაღუპულია სულ მცირე, 15 ადამიანი

აფათქებები დონბასში - პუტინის ჯარის თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არის 2 ოჯახი და მათი მცირექლოვანი შვილები. 

თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 15 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის არის 2 ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით), 7 ადამიანი კი დაშავდა", - აცხადებენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. 

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 46 დასახლება დაბომბეს. განადურდა ან დაზიანდა 68 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის არის 43 კორპუსი, 2 სკოლა, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი, ფაბრიკა, რკინიგზის სადგური, კულტურის ცენტრი და ა.შ. 

ამის პარალელურად, დონბასში ოკუპანტების 16 შეტევა მოიგერიეს ბოლო დღე-ღამეში გაანადგურეს 8 ტანკი და 17 ერთეული ჯავშანტექნიკა. 

მსგავსი სიახლეები