ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რუსეთმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს - გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, უკრაინას მომავალში დახმარებას შეპირდა და განაცხადა, რომ პუტინი მომავალში მსოფლიოს მოლაპარაკებების პირობებს ვერ უკარნახებს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა. იუწყება გამოცემა Bild.
პუტინი კვლავინდებურად თვლის, რომ შეუძლია, დაბომბოს და მსოფლიოს თავისი პირობები უკარნახოს. თუმცა, ის ცდება. ასევე ის ცდება უკრაინელების გამბედაობისა და ჩვენი კავშირის ურყევობის შეფასებისას.
როცა პუტინი შეიგნებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გატეხოს, მაშინ მიუდგება სერიოზულად მოლაპარაკების თემას. ამისთვის კი ჩვენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გავზრდით.- განაცხადა შოლცმა.
ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რუსეთმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს, უკრაინა უნდა გადარჩეს- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.