სანამ რუსეთი უკრაინას არ დატოვებს, ჩვენი მოლაპარაკების პლატფორმა იარაღი, სანქციები და ფულია - პოდოლიაკი

რუსეთთან მოლაპარაკების ერთ-ერთი ფიგურანტი, მიხეილ პოდოლიაკი, აცხადებს, რომ უკრაინას არ უნდა შესთავაზონ ცეცხლის შეწყვეტა, სანამ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს არ გამოიყვანს.
ნუ შემოგვთავაზებთ ცეცხლის შეწყვეტას, ეს შეუძლებელია რუსული ჯარების ტოტალური გამოყვანის გარეშე.
ჩვენს საზოგადოებას არ აინტერესებს ახალი ,,მინსკი" და რუსეთის დაბრუნება რამდენიმე წელში.
სანამ რუსეთი არ იქნება მზად, მთლიანად გაათავისუფლოს ჩვენი მიწები, ერთადერთი ჩვენი მოსალაპარაკებელი პლატფორმა არის იარაღი, სანქციები და ფული. - განაცხადა პოდოლიაკმა.