სროლა გერმანიაში - სკოლაზე თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაიჭრა

19.05.22 15:09
სროლა გერმანიაში - სკოლაზე თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაიჭრა

სროლა გერმანიაში, ქალაქ ბრემერჰავენში მდებარე სკოლაში  - უცნობი პირის თავდასხმის შედეგად, ერთი პირი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია- ინფორმაციას გერმანიის ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს. რა ტიპის იარაღიდან აწარმოებდა ის სროლას, ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლე არ არის.

გამოცემა Bild წერს, რომ სავარაუდოდ, არსებობს მეორე დამნაშავეც, რომელიც მიმალვაშია და მას პოლიცია უკვე ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

 

 

მსგავსი სიახლეები