უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 12 სამხედრო კომისარიატი გადაწვეს

19.05.22 18:45
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 12 სამხედრო კომისარიატი გადაწვეს

უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში დაფიქსირდა მინიმუმ 12 შემთხვევა, როცა დაწვეს სამხედრო კომისარიატის შენობა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა, განაცხადა. 

ომის დაწყებიდან 12 შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში სამხედრო კომისარიატების გადაწვის, ხოლო ბოლო კვირაში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. ეს როსტოვის, რიაზანის, ვოლგოგრადისა და ომსკის ოლქებში მოხდა. - განაცხადა გრომოვმა.

გამოცემა УНИАН-ის ინფორმაციით, შემთხვევების რიცხვმა მას შემდეგ იმატა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში მასობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ. 

სამხედრო კომისარიატებს ძირითადად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საშუალებით აფეთქებენ და წვავენ.

 

მსგავსი სიახლეები