12 გარდაცვლილი და 40 დაჭრილი - სევეროდონეცკში ოკუპანტების სარაკეტო დამომბვამ მძიმე შედეგები გამოიწვია

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 40 დაიჭრა. ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ, განაცხადა.
,,ორკებმა" დილიდან დაიწყეს ქაოტური თავდასხმა, მძიმე არტილერიიდან დაცხრილეს საოლქო ცენტრი. სროლები ახლც გრძელდება. ძირითადად, მიზანმიმართული სროლები ხდება საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.
12 გარდაიცვალა, 40 დაჭრილია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდება. - განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის ინფორმაციით, ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან მოიმნაცემები კიდევ ზუსტდება.