ოკუპანტები სევეროდონეცკს უწყვეტად ბომბავენ - არიან დაღუპულები და დაშავებულები

20.05.22 10:25
ოკუპანტები სევეროდონეცკს უწყვეტად ბომბავენ -  არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტები სევეროდონეცკს უწყვეტად ბომბავენ.  ქალაქის სარდაფებში გადარჩენას   15 000-მდე მოქალაქე ცდილობს. საცხოვრებელი ფონდის 70% დანგრეული ან დაზიანებულია. ინფორმაციას ქალაქშო არსებული ვითარების შესახებ სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციას ავრცელებს.

ეს ხალხი თავს თავშესაფრებს, საცხოვრებელი სახლების სარდაფებს აფარებს, ყველგან, სადაც საარტილიერიო იერიშებს შეიძლება დაემალო, - თქვა  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტრიუკმა. 

სტრიუკის ცნობით, ოკუპანტების იერიშებს ქალაქში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

დაბომბვა არ წყდება. სამწუხაროდ, გუშინ ძალიან ბევრი დაღუპული და დაჭრილი გვყავდა. ქალაქში ძლიერი ცეცხლი გახსნეს. დაინგრა შენობებიც, გვაქვს მსხვერპლიც, - განაცხადა მან.